close
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ირანი აშშ-ს გაეროში უჩივის – რა გახდა მასობრივი პროტესტის მიზეზი?

ირანში საპროტესტო მსვლელობები გასულ კვირას დაიწყო. ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ოპონენტები, თავდაპირველად, მძიმე ეკონომოკური პირობების გამო შეიკრიბნენ, საპროტესტო ტალღა გაიზარდა და მმართველი ძალის რეჟიმის საწინააღმდეგო სახე მიიღო. მიჩნეულია, რომ ეს არის ირანის ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა 2009 წლის შემდეგ. დაიღუპა დაახლოებით 21 ადამიანი, მხოლოდ თეირანში 450-მდე ადამიანს თავისუფლება აღუკვეთეს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, საკვების გაზრდილი ღირებულება, ეკონომიკური სტაგნაცია და კორუფციის მაღალი დონე გახლდათ. მაღალია უმუშევრობის დონე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, მათი 40 % დაუსაქმებელია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა ირანის საგარეო პოლიტიკითაც, კერძოდ, სახელმწიფოს ჩართულობით ახლო აღმოსვალეთის კონფლიქტებში. (სირია, ერაყი), რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

მდგომარეობის გართულება გამოიწვია ირანის ხელისუფლების ქმედებებმაც. საპროტესტო ტალღის გაძლიერებასთან ერთად, ხელისუფლებამ შეზღუდა ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება  სოციალიური მედიისა და სიტყვის თავისუფლების  უზრუნველყოფას მოითხოვს.

აშშ-ის როლი

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის რეაქცია ირანში განვითარებულ მვლენებზე მოულოდნელი აღმოჩნდა. პრეზიდენტი დონალ ტრამპი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა მიმდინარე პროცესებს და აჯანყებულთა მხარდსაჭერა და „შესაფერის დროს“ დახმარებაც განუცხადა „ბრუტალური და კორუფციული რეჟიმის წინააღმდეგ“ . მან აღნიშნა: „ხალხს არ აქვს საკვები, არის ინფლაციის მაღალი დონე, არ იცავენ ადამიანის უფლებებს, აშშ თვალყურს გადევნებთ“. აღნიშნული, მოგვიანებით დადასტურდა მაიკლ პენსის ოფიცალურ გამოსვლაში. სპასუხოდ, ირანის სგაარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უხეშად ერევა სუვერენული ქვეყნის შიდაპოლიტიკაში და გაეროშიც გააჟღერა თავისი პოზიცია.  ამასთან, გაეროში ირანის წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მთავრობამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეტყობინებებით ირანელი ხალხი წაახალისა ჩართულიყვნენ არეულობაში, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

საერთაშორისო რეაქცია

არსებულმა გარემოებებმა მიიქცია რუსეთის ფედერაციის ყურადღებაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აშშ-ის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თავი აარიდოს ირანის შიდასაქმეებში ჩარევას, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

ევროკავშირმა კი ირანს ადამიანის უფლებების დაცვისკენ და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. ევროკავშირის წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან ირანის ხელისფლებასთან კავშირში და მონიტორინგს ახორციელებენ.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობების მდივანმა, მორის ჯონსონმა, ოფიციალურა დგანაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ძალიან ყურადღებით აკვირდება ირანში განვითარბეულ მოვლენებს: „ჩვენ გვწამს, რომ ის საკითხები, რომლებიც საპროტესტო გამოსლვების დროის წამოიჭრა ლეგიტიმური და სამართლიანია. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კი მოველით შესაბამის ქმედებებს, რათა დაძაბულობა მშვიდობიანი გზით განიმუხტოს“– აღნიშნა მან.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერასმა, თეირანს შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა პატივი ეცეს მშვიდობიანი მოსახლეობის აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა უმეტესობა თანხმდება, რომ ირანში განვითარებულ მოვლენებს დიდი ზეგავლენა აქვს რეგიონზე და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებაზე. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ აშშ, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი აქტიურად ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას.

წყარო: The Guardian, BBC news

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid