გათამაშება იღბლიან ადამიანებს საშუალებას აძლევს ცხოვრება თავიდან დაიწყონ, ფული მათთვის ძალაუფლებასაც აღნიშნავს, ,,ბიზნეს ინსაიდერის” სტატიაში შევხვდებით ადაიანებს, რომლებმაც მილიონები მოიგეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეს შესაძლებლობა ცხოვრების ბოლომდე ლხინში ეცხოვრათ.
პირველები ძმები ტოტები იყვნენ, რომლებმაც 5 მილიონი დოლარი მოიგეს და მომგებიანი ბილეთი დაკარგეს, შესაბამისად, ფული ვერ მიიღეს, შემდეგ იყვნენ ცოლ-ქმარი, რომლებმაც 2.6 მილიონი დოლარი მოიგეს და შეიძინეს მათი ოცნების სახლი, რომელიც ხუთ წელიწადში უბედური შემთხვევის დროს დაიწვა და განადგურდა. ეველინ ადამსმა 5.4 მილიარდი დოლარი მოიგო, მაგრამ აზარტმა ყველაფერი დააკარგვინა – მეტის მოგების მიზნით მან მთელი ფული კაზინოში წააგო.
კიდევ ბევრი შემთხვევაა მსგავსი, მაგრამ ძირითადად ერთი მიზეზი ფიგურირებს, ადამიანებმა, რომლებმაც დიდი ოდენობით ფული ჩაიგდეს ხელთ, უაზროდ გაფლანგეს და არ იფიქრეს მომავალზე, საბოლოოდ კი – იმავე, ან უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ვიდრე მანამდე.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”