მეცნიერული დასკვნები გვაჩვენებს, რომ ყველა ინდივიდის ხასიათი საკუთარ პიროვნებაზე, მის განვითარებაზეა დამოკიდებული, ადამიანი, რომლის თვითღირებულება დაბალია და მიიჩნევს, რომ რუტინული ცხოვრება წარმატების მიღწევაში დაეხმარება, ბუნებრივია, ვერ შეასრულებს ,,ბიზნეს ინსაიდერის” მიერ წარმოდგენილ სამ ქმედებით ცვლილებას.
დღევანდელ რეალობაში ადამიანები მრავალი მახასიათებლით შეიძლება განვასხვავოთ, მაგალითად, ზოგ პიროვნებას მოსწონს ახალი გამოწვევები და მათ გარეშე ცხოვრება უაზროდ მიაჩნია, ზოგს კი აშინებს ის, რომ ვერ შეძლებს ადაპტაციას ახალ გარემოსთან და ამიტომ რუტინულ ცხოვრებას მიჰყვება.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 3 ქმედების ცვლილება, რომელიც ჩვენს ხასიათსა და ცხოვრების სტილს შეცვლის:
- განავითარეთ თქვენი სოციალური ინტელექტი;
- შექმენით რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი, რაც ხალხის ყურადღებას მიიპყრობს;
- სამუშაო დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად შეისვენეთ.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”