კომპანია ,,პელოტონმა” წარადგინა თანამედროვე სარბენი ბილიკი, რომელიც აღჭურვილია უახლესი დამატებითი ტექნიკით.
სარბენი ბილიკი თქვენი სახლისთვის, რომელსაც ყველაფერი აქვს თქვენი კომფორტისთვის, ტელევიზორი, სათავსო და საუკეთესოდ გამართული აპარატურა, რომელიც თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთოთ, ასევე არა მხოლოდ სირბილისთვისაა, მას მოყვება სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო აქსესუარებიც.
კომპანია ,,პელოტონის” დირექტორმა – ჯონ ფოლეიმ განაცხადა, რომ ადამიანები ძირითადად სარბენ ბილიკებს იმიტომ არ ყიდულობენ, რომ ის დიდ ადგილს იკავებს და მხოლოდ სარბენად გამოიყენებაო, ამიტომ მან მომხმარებელს შესთავაზა ინოვაცია, რომელიც სავარაუდოდ ყველას გულს მოიგებს, რადგან ძალიან მოსახერხებელი და კომპაქტური ტრენაჟორია.
თქვენ გადაიხდიდით თუ არა $4000-ს სარბენ ბილიკში?
წყარო: Cnn.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”