close
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველო

Europa Nostra-ს განადგურების პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში საქართველოს 2 ისტორიული ძეგლი მოხვდა

Europa Nostra-მ, ევროპის წამყვანმა ძეგლთა დაცვის ორგანიზაციამ, 2018 წლის ევროპაში არსებული, განაგურების პირას მყოფი 12 ისტორიული ძეგლი დაასახელა, რომელთა შორის, 2 საქართველოშია. ამ წინასწარი სიიდან 7 ისტორიულ ძეგლის ამოირჩევენ და ჩართავენ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენახვის პროგრამაში.

საქართველოსთან ერთად, აღნიშნულ სიაში მოხვდა ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, იტალია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

რაც შეეხება საქართველოს, ორგანიზაციის ექსპერტები შეფასებით, პროგრამაში ჩასართველად ნომინირებულია ჭიათურა და დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი.

ჭიათურა: საბაგირო გზები

ჭიათურაში საბაგირო გზები 1913 წლიდან ფუნქციონირებას. საბაგირო ქსელი 18 ადამიანზე იყო გათვლილი და გარდა მგზავრების გადაყვანისა, ჰქონდა ტვირთის ტრანსპორტირების ფუნქციაც, რომელიც, Europa Nostra-ს შეფასებით, უნიკალურია არქიტექტურული სტილისა და ინჟინერული სიახლეების თვალსაზრისით. ამიტომაც, ჭიათურასა და მის საბაგირო ქსელს  ინდუსტრიული და ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა და სავარაუდოა, რომ, ნომინაციის შემდეგ, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაშიც შევა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

მე-6 საუკუნეში აგებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 22 მონასტრისა და 5000-მდე სამლოცველო/გამოქვაბულისგან შედგება. ქვის არქიტექტურის, შუა საუკუნეების ფრესკებისა და არქეოლოგიური მიგნებების გათვალისწინებით, ორგანიზაცია მას „ქართული კულტურის შედევრს“ უწოდებს, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, სამონასტრო კომპლექსი მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშაა. პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს ქვების შლა, რაც სტრუქტურულ ზიანს აყენებს არქიტექტურულ ძეგლს. ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომოპლექსი კვლავ ფუნციონირებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მისი დაცვისა და აღდგენის ფაქტს.

საბოლოო პასუხები მარტის თვეში გახდება ცნობილი.

 

წყარო: europanostra.org

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid