წლების წინ ვერავინ წამოიდგენდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა გადაადგილებულიყო დედამიწის ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში, ტექნოლოგია იმდენად წინ მიიწევს, რომ დრო მცირდება, რომელიც საჭირო იყო გადაადგილებისთვის.
გასულ წელს ყატარის ავაიახაზებმა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გრძელი ფრენა განახორციელა ანუ ყატარიდან ახალი ზელანდიის მიმართულებით, ,,ბიზნეს ინსაიდერის” ცნობით იგი პირველ ადგილს იკავებს.
მუდმივად მიმდინარეობს ფრენები სან ფრანცისკოდან სინგაპურამდე, სადაც ასევე საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა არის საჭირო.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა 5 ყველაზე გრძელ ფრენათა სია, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ:
- ახალი ზელანდიიდან ყატარამდე, ყატარის ავიახაზები (9,026 მილი)
- ავსტრალიიდან ლონდონამდე (9,009 მილი)
- ახალი ზელანდიიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებამდე (8,820 მილი)
- ლოს ანჯელესიდან სინგაპურამდე (8,759 მილი)
- ჰიუსტონიდან სიდნეიმდე (8,593 მილი)
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: