close
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოასაქართველო

ყვარლის ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მდებარე ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ყარაჯანთ საყდარი“, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. მისი მდგომარეობა კი – არცთუ ისე სახარბიელოა – დატბორილია და ნაგებობის ნაწილი მიწითაა ამოვსებული.

ყარაჯაანთ ეკლესია დარბაზული ტიპის ეკლესიაა.  მისი დარბაზი შეისრული კამარითაა დასრულებული. აბსიდაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტი, თუმცა გამოსახულება აღარ აღიქმება. კოლორიტში ჭარბობს წითელი და ყავისფერი ფერი, რაც ეკლესიის აშენების პერიოდის მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი. ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს, მეორე სართული კი რვაწახნაგოვანი აგურით ნაგები, თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელიც დასრულებულია აგურის პირამიდული სახურავით. კარიბჭის შესასვლელის ორივე მხარს თითო მოგრძო ქვაა ჩადგმული, რომელზეც ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერაა მოცემული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid