ბრიტანეთის უმსხვილესმა საბანკო ჯგუფმა – ,,Lloyds Banking Group Plc-მა” (LLOY.L) განაცხადა, რომ მისი საკრედიტო ბარათის მომხმარებელს შეზღუდული ექნება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა.
,,Lloyds Bank-ი”, შოტლანდიის ბანკი, ,,Halifax and MBNA-ი” ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ საკრედიტო ბარათით ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომელიც კრიპტოვალუტის ყიდვასთანაა დაკავშირებული,”- განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.
ბრიტანეთის უმსხვილესი გირავნობის კრედიტორი მისი საკრედიტო ბარათის მომხმარებლებს ბიტკოინის ყიდვის შესაძლებლობას შეუზღუდავს, რათა თავიდან ააცილოს მოსალოდნელი ფინანსური ზარალი.
ორშაბათიდან კომპანია მომხმარებლებს დაუბლოკავს საკრედიტო ბარათით ბიტკოინის ყიდვის მცდელობას. თუმცა, ისინი ამ საბანკო ოპერაციის შესრულება სადებეტო ბარათით შეძლებენ.
კომპანია შიშობს, რომ საკრედიტო ბარათის მფლობელები ბიტკოინებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მაშინ შეიძენენ, როცა ფასი აიწევს, თუმცა ამის ნაცვლად ფინანსურ ზარალს ნახავენ, როცა ამ კრიპტოვალუტის ფასი დავარდება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენებას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ის კრიმინალებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.
ციფრული ვალუტის ფასი პარასკევს საგრძნობლად დაეცა, ბიტკოინის ასეთი გაუფასურება 2013 წლის შემდეგ პირველად გამოვლინდა.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”