close
კვლევებიმსოფლიოფსიქოლოგია

ადამიანის საუბრის მიხედვით შეიძლება დადგენა, არის თუ არა ის დეპრესიული

მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომელიც ადამიანის საუბრის მიხედვით ადგენს, დეპრესიულია ის, თუ არა.

ტრადიციულად, ამ სფეროში ლინგვისტური ანალიზი მეცნიერების მიერ ტარდებოდა ადამიანების ჩანაწერების კითხვით, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით კომპიუტერიზებული ტექსტის ანალიზის მეთოდის გამოყენება უკიდურესად დიდი მონაცემთა ბაზის რამდენიმე წუთში დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

ახალი კვლევა ჟურნალ Clinical Psychological Science-ში გამოქვეყნდა, იქ საუბარია იმ სიტყვებზე, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას დეპრესია.

შინაარსი

დეპრესიის სიმპტომები გახლავთ უარყოფითი ემოციების გამომხატველი, უარყოფითი ზედსართავი სახელების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად : ,,მარტოხელა”, ,,სამწუხარო” ან “საშინელი”.

დეპრესიის სიმპტომების მქონე ადამიანები უფრო მეტად იყენებენ პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელებს, როგორიცაა ,,მე”, ,,მე თვითონ” – და უფრო ნაკლებად მეორე და მესამე პირის ნაცვალსახელებს.

საინტერესოა, დეპრესია იწვევს ადამიანების მიერ საკუთარ თავზე ზედმეტად ფოკუსირებას თუ საკუთარ თავზე ზედმეტად ფოკუსირება იწვევს დეპრესიის სიმპტომებს.

სტილი

,,აბსოლუტისტი სიტყვები” – დეპრესიული ადამიანები იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ,,ყოველთვის”, ,,არაფერი” ან ,,სრულიად”.

მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იმის გამო, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები სამყაროს შავ-ტეთრ ფერებში უყურებენ, ეს მათი საუბრის სტილზე მოახდენდა ზეგავლენას.

აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დეპრესია და შფოთვა აწუხებთ, აღნიშნულ სიტყვებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე 50-ჯერ მეტჯერ იყენებენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობიკენ არიან მიდრეკილი – 80-ჯერ მეტჯერ.

პრაქტიკული შედეგები

მკვლევარებმა ავტომატიზირებული ტექსტის ანალიზი და machine learning-ი (კომპიუტერები, რომლებსაც შეუძლიათ ექსპერიმენტიდან შესწავლა პროგრამირების გარეშე), ბუნებრივი ენების ტექსტის ნიმუშებისგან, როგორიცაა მაგალითად ბლოგი, პოსტი, სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის კლასიფიკაციისთვის გამოიყენეს.

ეს სცილდება აბსოლუტიზმის ფართო შაბლონებს, ნეგატიურობას და უკვე განხილული ნაცვალსახელების გამოყნენებას. მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა კომპიუტერების გამოყენებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების კონკრეტული ქვეკატეგორიების ზუსტად განსაზღვრის მიზნით – როგორიცაა პერფეციონიზმი, თვითშეფასების პრობლემები და სოციალური შფოთვა.

პრობლემა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მისი გადაჭრის გზების მოძიება. აღნიშნული კვლევა კი ამ კუთხით წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში დეპრესიით დაახლოებით 300 მილიონი ადამიანია დავადებული ანუ 18 პროცენტით მეტი 2015 წელთან შედარებით. თუკი მდგომარეობის დასადგენად მეტი საშუალება გვექნება, მეტი საშუალება გვექნება ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დეპრესიის ისეთი უარყოფითი შედეგის აღსაკვეთად, როგორიცაა თვითმკვლება.

წყარო: www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid