close

სამყარო იმაზე გაცილებით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ, ამ განსაცვიფრებელმა თეორიამ შესაძლოა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ნაწილი ეჭვქვეშ დააყენოს.
NASA და European Space Agency ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სამყარო მოსალოდნელზე 5-9 პროცენტით უფრო სწრაფად ფართოვდება, ამწვავებს ჰიპოთეზას იმაზე, თუ რა ავსებს კოსმოსის 95 პროცენტს, სადაც არც რადიაციაა და არც სინათლე.
„შესაძლოა სამყარო გვატყუებს,“ – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასტრონომი ალექს ფილიპენკო.
სამყაროს გაფართოების სიჩქარე არ ემთხვევა იმ გამოთვლებს, რასაც მეცნიერები „დიდ აფეთქებაზე“ დაყრდნობით ახდენენ და რომლის მიხედვითაც სამყარო 13.8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
ამ სხვაობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისიცაა, რომ სამყარო შეიცავს უცნობ, ნეიტრონების მსგავს სუბატომურ ნაწილაკებს, რომლებიც თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ(300 000 კმ/წმ).
კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, სამყაროს გაფართოვების სიჩქარის ცვლილების მიზეზი ე.წ. “ბნელი ენერგიაა“, რომელიც 1998 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთი მხრივ, ეს ენერგია ეწინააღმდეგება მიზიდულობის ძალას, მეორე მხრივ, დღემდე არსებული თეორიებით შეუძლებელია მისი ახსნა. იდუმალებით მოცულ ამ ენერგიას სათანადოდ უწოდეს ბნელი ენერგია და შესაძლოა, ჩვენი სამყაროს თითქმის 75 პროცენტს სწორედ იგი შეადგენდეს.
ბნელი ენერგია ბოლო დროს აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ერთადერთი ფენომენი არ არის. გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ასტრონომებმა არაერთი გალაქტიკა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს გალაქტიკები, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკა, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ ერთმანეთს არ შორდებიან. აშკარაა, რომ მათ რაღაც სხვა მატერია უნდა აძლევდეს საჭირო მიზიდულობის ძალას.
რა მატერია უნდა იყოს ეს? მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს, ამიტომ მას პირობითად ბნელი მატერია უწოდეს. ის არ შთანთქავს, არ ასხივებს და არ ირეკლავს რადიოაქტიურ გამოსხივებებს. რა რაოდენობის ბნელი მატერიაა სამყაროში? გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის დაახლოებით 22 პროცენტს ბნელი მატერია შეადგენს.

“ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გასაღები იმის გასაგებად, თუ რისგან შედგება სამყაროს დღემდე ამოუცნობი 95 პროცენტი – რასაც ვუწოდებთ ბნელ ენერგიას, ბნელ მატერიას და ბნელ რადიაციას,“ – აცხადებს მერილენდის Space Telescope Science Institute in Baltimore-ს  ფიზიკოსი ადამ რეისი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სამყაროს გაფართოვება აჩქარებული იყო და ამ აღმოჩენისთვის 2011 წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა.
სამყაროს გაფართოვების დაჩქარება ეჭვქვეშ აყენებს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ჭეშმარიტებასაც.
რეისმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნული აღმოჩენა გაუმჯობესებული კოსმოსური ბარომეტრის აგების შედეგად გააკეთეს, რომელიც მანძილის გამოსათვლელად გამოიყენება. მათ განსაკუთრებული ტიპის ვარსკვლავის, ე.წ.Cepheid-ის, გასაზომად ჰაბლის ტელესკოპი გამოიყენეს. ამ ვარსკვლავების პულსირების სიჩქარე დაკავშირებულია მათ სინათლეზე, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა მათი მანძილის გამოსათვლელად იქნეს გამოყენებული.
აღნიშნული კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში ჟურნალ The Astrophysical Journal-ში  გამოქვეყნდება.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid