close
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

20 თვის ბავშვის სიცოცხლე ლივერპულის  სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

პატარა  ალფ ევანსის მშობლები საავადმყოფოსა და სასამართლოს სთხოვენ, რომ   მათი შვილი  არ გამორთონ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.  ინფორმაციას “Metro” ავრცელებს.

პატარა ალფი 20 თვისაა და ის  ტვინის დეგენერაციისგან იტანჯება, რის გამოც ტვინის 70%  უფუნქციოა. სწორედ ამიტომ – ექიმები ფიქრობენ, რომ ბავშვის გადარჩენა შეუძლებელია. მათი თქმით, ალფი აღარ რეაგირებს გარშემომყოფებზე.

მშობლები კი იმედს არ კარგავენ და   სასამართლოს მიმართეს და ითხოვენ, რომ ექიმებმა ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან იქამდე არ გამორთონ, სანამ სამკურნალოდ რომში არ წაიყვანენ. რომში წასაყვანად და მკურნალობისთვის მშობლები ფულს აგროვებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანამ ალფი ევანსს აპარატიდან გამორთავენ, ექიმებმა მისი ტვინის მდგომარეობა კიდევ ერთხელ უნდა შეისწავლონ და დასკვნა მოსამართლეს წარუდგინონ. ამის შემდეგ გადაწყდება 20 თვის ალფი ევანსის სიცოცხლის ბედი.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid