SpaceX-ის რაკეტის ისტორიულ გაშვებაზე რამდენიმე დღის წინ ყველა საუბრობდა, თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის ის ამბავი, რომ ,,Falcon Heavy-მ” საიდუმლო მარგი ტვირთიც გადაიტანა.
ეს გახლდათ Arch -ი, უამრავი მონაცემის შენახვის შესაძლებლობის მქონე უმცირესი ზომის მოწყობილობა. მონეტის ზომის დისკი კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის, Arch Mission Foundation-ის მეცნიერებმა ,,კაცობრიობის ცოდნის დროსა და სივრცეში შესანახად და გასავრცელებლად შექმნეს,” რაც, მათი განმარტებით, დიდ სარგებლობას მოუტანს მომავალ თაობებს.
ტექნოლოგიას, რომელიც საუზემპტონის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა – პიტერ კაზანსკიმ განავითარა, 360 ტერაბაიტი მონაცემის შენახვა შეუძლია. ჯერჯერობით შექმნილია Arch1 და Arch2.
Arch-ი კვარცის სილიციუმის მინაზე ლაზერის ნანოსტრუქტურით ჩათვირთულია ინფორმაცია. დისკი ,,5D მონაცემთა შენახვის”,,წყალობით თეორიულად 14 მილიარდ წელს უძლებს.
ტექნოლოგიის შემქმნელები Arch-ს მზის ბიბლიოთეკას უწოდებენ. ,,მზის ბიბლიოთეკა” მზის გარშემო ორბიტაზე მილიარდობით წლის განმავლობაში იმოძრავებს.
მომავალში Arch დისკების გაგზავნას მთვარესა და მარსზეც აპირებენ.
წყარო: www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“