ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გერმანიის მთავრობა აპირებს, წლის ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახადოს. კამპანია რამდენიმე ქალაქში განხორციელდება, მათ შორის -ბონში, ესენში, როიტლინგენი, მანჰაემსა და ჰერენბერგში.
DW Akademie-ის ინფორმაციით, ინიციატივა სამ მინისტრს ეკუთვნის, რომლებმაც აღნიშნული წინადადებით ევროპის გარემოს დაცვის კომისარს კარმენუ ვერას მიმართეს. გარდა უფასო ტრანსპორტისა, მინისტრების ინიციატივა ითვალისწინებს დაბალი ემისიების ზონების განხორციელებას, ელექტროტაქსებისა და ავტობუსების რაოდენობის გაზრდას და ელექტროსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის წახალისების დამატებითი საშუალებების გამოყენებას.
გერმანია ჰაერის დაბინძურებასა და ნახშირბადის გამონაბოლქვის აღმოფხვრას გამუდმებით ებრძვის. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ტურბინაა განთავსებული. ასევე ცნობილია, რომ 2021 წლისთვის გერმანიას წყალბადზე მომუშავე მატარებლები ეყოლება.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის ინიციატივას ხუთ ქალაქში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, ქვეყანას მისი განხორციელება დაახლოებით 1,2 ტრილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.
წყარო: futurism.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”