უახლესმა მანქანებმა, რომლებიც აღჭურვილები არიან სხვადასხვა უმაღლესი ტექნოლოგიის ატრიბუტით, თითქოს ყველანაირი ტრანსპორტის საშუალება გადაჩრდილეს.
განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები იშვიათად გადაადგილდებიან ავტომობილებით, ისინი ძირითადად იყენებენ ველოსიპედს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია გადატვირთული საცობებისთვის თავის ასარიდებლად. ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ინოვატორებისთვის, ამიტომ – მათ გადაწყვიტეს ძველმოდური უფუნქციო ველოსიპედების მაგივრად – ახალი, ინოვაციური და მრავალი დანიშნულების მატარებელი პროდუქტი შეექმნათ. მათ სხვადასხვა სახეობის პროდუქცია გამოიტანეს სავაჭრო ბაზარზე, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” კი – შემოგვთავაზა რამდენიმე მათგანი:
- დასადგომი ელექტროველოსიპედი, რომელსაც დიდი სათავსო აქვს და თქვენი ადგილზე გადადგმული ნაბიჯებით აკონტროლებთ სიჩქარეს.
- დასაკეცი ველოსიპედი, რომელიც საკმაოდ კომპაქტური და მოსახერხებელია.
- ველოსიპედი, რომელიც თითის ანაბეჭდზე იხსნება ანუ კონკრეტული პიროვნების ანაბეჭდის გარეშე ვერავინ გამოიყენებს მას.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“