ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა – ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, შულავერის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველეს ქვევრში არსებული ღვინის კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. შესაძლოა, ღვინის შემადგენლობა 8 000 წლისაც იყოს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის მაჩვენებელია. აღნიშნული ჭურჭელი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, ორ უბანშია აღმოჩენილი და ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ყურძნის მტევნები და მოცეკვავე ადამიანები. ამ აღმოჩენამდე მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მტკიცებულებად მეცნიერები, როგორც წესი, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს მიიჩნევდნენ.. როგორც აღმოჩნდა ქართული კვალი მასზე 600-1000 წლით ძველია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”