იტალიური ენერგეტიკული კომპანია “Eni” ბირთვული სინთეზისგან ენერგიის მიღების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ამ მიზნით, კომპანია “Eni” მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) ერთად სპეციალურ კვლევას ჩაატარებს, ინვესტიციის ჩადებას კი ის ,,MIT-ის” ყოფილი მეცნიერების მიერ დაფუძნებულ კომპანიაში გეგმავს.
ნახშირბადის გამოყენების შემცირების გეგმის ფარგლებში, “Eni” თავდაპირველად 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ,,MIT-ის” ყოფილი მკვლევარების მიერ შექმნილი კომპანიის – Commonwealth Fusion Systems (CFS) მნიშვნელოვან წილს შეისყიდის.
,,“Eni” დაეხმარება CFS- ს, რათა შეიქმნას პირველი კომერციულ ელექტროსადგური, სადაც ელექტროენერგიას ბირთვული სინთეზისგან მიიღებენ. ეს გახლავთ უსაფრთხო, მდგრადი, პრაქტიკულად ამოუწურავი წყარო, რომელიც ენერგიას დამაბინძურებლების ემისიებისა და სათბურის გაზების გარეშე გამოიმუშავებს,” – ნათქვამია კომპანია ,,Eni-ს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“