close
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

320 მილიონ დოლარის ღირებულების ყინულის კედელი ფუკუშიმაზე რადიოაქტიურ წყალს აჩერებს

შარშან იაპონიის მთავრობამ 320 მილიონ აშშ დოლარად ღირებული მიწისქვეშა ყინულის კედელი ააგო. 398 მეტრი სიღრმისა და 1.6 კილომეტრი სიგრძის სტრუქტურამ მიწისქვეშა წყლის რადიოაქტიური წყლისგან შერევას უნდა შეუშალოს ხელი, რომელიც ატომურ სადგურ ,,ფუკუშიმასგან” ჟონავს.

თუმცა ექსპერტები კედელს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის ძალიან რთული და პოტენციურად არაეფექტურია.

,,ფუკუშიმაზე” მომხდარი კატასტროფიდან შვიდი წლის შემდეგ, დაზიანებული რეაქტორის რადიოაქტიური მასალებით მიწისქვეშა წყლებისა და ნალექების დაბინძურება კვლავ ხდება.

რეაქტორის მდგომარეობის გამო, პრობლემად რჩება დამდნარი ურანიუმის მდგომარეობის დადგენაც, რომელიც კამერამ მხოლოდ შარშან აღბეჭდა. ატომური სადგურის გაწმენდა ვერ მოახერხეს იქ გაგზავნილი რობოტების საშუალებითაც.

ატომური სადგურის ოპერატორის – Tokyo Electric Power Co. (TEPCO)-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, ყინულის კედელი დაბინძურებული წყლის რაოდენობას რეაქტორის შენობებში დღის განმავლობაში 95 ტონამდე ამცირებს, მაშინ, როცა სტრუქტურის აგებამდე სადგურის შიგნით 200 ტონა გროვდებოდა.

საერთო ჯამში, ატომურ სადგურზე ყოველდღიურად 500 ტონა წყალი ბინძურდება, აქედან 300 ტონის ამოღება და გაწმენდა ხორციელდება.

ყინულის კედელის აგება საკმაოდ ძვირი დაჯდა. მისი ყოველწლიური ხარჯი კი 9.5 მილიონი აშშ დოლარია.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი იდეალური არაა, ჯერჯერობით იაპონიის მთავრობას პრობლემის გადაჭრის უკეთესი საშუალება არ გააჩნია.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid