ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურიგელის ტბაში, გადაშენების პირას მყოფი, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველის თითქმის ასი წლის წინ გამქრალი სახეობა – წავი დაბრუნდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსმა -ალექსანდრე თევზაძემ გაავრცელა.
ეს იშვიათი ჯიშის ევრაზიული წავია და მას გადარჩენა სჭირდება. ევრაზიული წავი – Lutra lutra meridionalis (Ognev, 1931) – Lutra lutra Linnaeus, 1758 ქვესახეობა ნურის ტბაში ბინადრობდა გასული საუკუნის 30-იან წლებამდე, შემდგომ წლებში მისი ნურის ტბაში პოვნის შესახებ სამეცნიერო ცნობები არ მოგვეპოვება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: