დაცული ტერიტორიების სააგენტო 2018 წლის პირველი კვარტლის მოანცემების ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39% – ით გაიზარდა ანუ 55 490 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი. საინტერესოა, რომ ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 16%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით.
უცხოელი ვიზიტორებიდან ყველაზე მეტი გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან იყო.
ამ მონაცემებით, ყველაზე დიდი პოპულარობით თბილისის ეროვნულ პარკი სარგებლობს.
ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონსა და სათაფლიაში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”