close
კვლევებიმსოფლიო

კვლევა: ხშირად ადამიანებს ძაღლები ერთმანეთზე მეტად უყვართ

ორი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ხშირად ადამიანებს ძაღლები ერთმანეთზე მეტად უყვართ. როგორც ამ კვლევების შედეგები ირწმუნება, 21-ე საუკუნის ადამიანი გაცილებით მეტ თანაგრძნობას იჩენს დაუცველი ძაღლებისადმი, ვიდრე გასაჭირში მყოფი ადამიანებისადმი.

სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია ,,Harrison’s Fund-მა“  ორი წლის წინ ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის მიზანი იყო შეემოწმებინათ, ხალხი ფულს ძაღლების დასახმარებლად უფრო გაიღებდა თუ ადამიანების. არჩევანი კი – სწორედ ძაღლების სასარგებლოდ გადაიხარა.

კვლევისთვის ორ ბროშურაზე გამოსახეს ბავშვი და ძაღლი, სადაც იყო წარწერა – „გაიღებთ თუ არა 5 ფუნტს, რათა ჰარისონი ნელი, მტანჯველი სიკვდილისგან გადაარჩინოთ?“ ჰარისონი ძაღლსაც და ბავშვსაც ერქვათ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა შემოწირულობა ძაღლ ჰარისონისთვის გაიღო.

მეორე კვლევით დასტურდება, რომ ადამიანებს უფრო მეტად აშფოთებთ ნაცემი, ძალადობის მსხვერპლი ძაღლების დანახვა, ვიდრე იმავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების.

როგორც ექსპერტები ასკვნიან, ხშირად, ადამიანები ძაღლებს საკუთარი ოჯახის სრულუფლებიან წევრებად აღიქვამენ.

 

წყარო:  The Independent

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid