close
გამოგონება - ინოვაციამედიცინატექნოლოგიები

ყურსასმენები, რომლის საშუალებითაც კომუნიკაციის დამყარება საუბრის გარეშეა შესაძლებელი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის(MIT) მეცნიერებმა ახალი კომპიუტერული ინტერფეისი შექმნეს, რომელიც ადამიანებს საუბრის გარეშე კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

როდესაც რამე მოქმედების განხორციელებას აპირებთ, ტვინი კუნთებს ელექტრონულ სიგნალებს გადასცემს, რითაც ატყობინეს, რა უნდა გააკეთოს. ახალი პროთეზი – AlterEgo ელექტრომიგრაფიის გამოყენებით ამ ელექტრონულ სიგნალებს იჭერს და პროცესორისკენ აგზავნის, რომელიც მათ სიგნალებად თარგმნის. ეს სიგნალები რობოტ  პროთეზს ატყობინებს,, რისი გაკეთება სურდა მომხმარებელს.

როგორია AlterEgo-ს მუშაობის პრინციპი?

როდესაც რაიმე სიტყვას გავიფიქრებთ, ტვინი სახისა და ყელის კუნთებს უგზავნის სიგნალებს, რაც სიტყვის ხმამაღლა წარმოთქმის საშუალებას იძლევა. ამ პროცესს სუბვოკალიზაცია ეწოდება და მას უამრავი ადამიანი მიმართავს კითხვისას.

AlterEgo-ს ყურსასმენები შედგება ელექტროდული სენსორებისგან, რომელიც იმ ადამიანის სახესა და ყბაზეა განთავსებული, რომელსაც ყურსასმენი უკეთია. სხეულის ეს ნაწილები კი ის ადგილებია, სადაც სიგნალები უფრო ძლიერი და უტყუარია. AlterEgo-ს ასევე აქვს ყურსასმენები, რომელიც ყურების გარეთ მაგრდება. ის ბგერებს თავის ქალის ძვლისგან პირდაპირ გადაცემს და ყურებს მოსმენა არ სჭირდება.

სენსორები საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ჩუმად „ესაუბროს“ კომპიუტერს, კომპიუტერი კი პასუხს უგზავნის ყურსასმენების საშუალებით.  

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მოწყობილობის განვითარებით შეძლებენ კომუნიკაციის არა მხოლოდ ადამიანსა და კომპიუტერს, არამედ ადამიანსა და ადამიანს შორის დამყარებას.

მისი გამოყენება სასარგებლო იქნება ხმაურიან გარემოში. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, AlterEgo დიდ დახმარებას გაუწევს მეტყველების მხრივ უნარშეზღუდულ ადამიანებისაც.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid