ცნობილია საქართველოს 10 სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა edu.aris.ge-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა.
ეს სკოლებია:
1. სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა – 9 წამყვანი მასწავლებელი;
2. სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა – 7 წამყვანი მასწავლებელი;
3.სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლა – 5 წამყვანი მასწავლებელი;
4. შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი – 5 წამყვანი მასწავლებელი;
5. შპს ბრიტანულ ქართული აკადემია – 4 წამყვანი მასწავლებელი;
6. შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი – 4 წამყვანი მასწავლებელი;
7. სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – 4 წამყვანი მასწავლებელი;
8. სსიპ – ქალაქ თბილისის №171 საჯარო სკოლა – 4 წამყვანი
9. სსიპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი;
10. სსიპ – ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა – 3 წამყვანი მასწავლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”