საქართველოს რვა დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.
შესაბამისი სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს ხელი.
საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; იგეგმება ავტოპარკის განახლება.
კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ კავკასიის ბუნების ფონდის მიერ ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების ხუთი კატეგორიაა წარმოდგენილი. სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ოფიციალური ნაკრძალი კახეთში 1912 წელს შეიქმნა და მას ლაგოდეხის ნაკრძალი ეწოდა. 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა, მიიღო კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ”. რომელმაც შექმნა იურიდიულ საფუძველს დაცული ტერიტორიების დასაარსებლად.
საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 512.123 ჰექტარს უდრის. აქედან ხმელეთს უჭირავს 49 837 971 ჰექტარი, ხოლო ზღვას – 15 743 ჰექტარი.
წყარო: http://www.moa.gov.ge
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“