ნათურა, რომელიც კომპანია ,,ეი-ჯი მიკროელექტრონიქსმა” შექმნა, ელექტროენერგიის გარეშე მუშაობს.
,,ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც ინოვაციურ ნაწარმს აწარმოებს. გამოვირჩევით უნიკალურობით, რაც იმაში აისახება, რომ ჩვენ ვქმნით ამ ტიპის პროდუქციას. ახალი ნათურები გამოირჩევა იმით, რომ 4-საათიანი მარაგი აქვს. შესაძლებელია ჩართვა-გამორთვა და დენის მოსვლის შემთხვევაში, ისევ იწყებს მარაგის დაგროვებას”, – აცხადებს კომპანია “ეი-ჯი მიკროელექტრონიქსის” მთავარი ტექნოლოგი ამირან სიხარულიძე.
მომხმარებლები ნათურის შეძენას ოთხშაბათიდან შეძლებენ. 9-ვატიანი ნათურის ღირებულება 16 ლარი იქნება, 7 ვატიანის კი – 14 ლარი. კომპანიამ ახალი პროდუქტი სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლაში” ქართული პროდუქციის გამოფენაზე წარადგინა. გამოფენაზე წარდგენილია 20-ზე მეტი კომპანია. გამოფენა გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.
წყარო: Ipress.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”