close

16 მაისს Tbilisi Digital Expo უმასპინძლებს ხუთი ქვეყნის წამყვანი გეიმინგ კომპანიებიდან მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, ღონისძიებამდე უკვე ჩატარდა გეიმჯემი, რომლის გამარჯვებულებიც სწორედ Tbilisi Digital Expo-ზე გამოვლინდებიან. პროექტის შესახებ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი – ნიკა დევაშვილი გვიამბობს.

ნიკა, ზოგადად რა ღონისძიებაა Tbilisi Digital Expo?

-Tbilisi Digital Expo არის ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის სათავეშიც პირველი ქართული ვიდეოთამაშების მედიაცენტრი ,,Venatus-ი” და ვიდეოთამაშების მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაცია IGDA (International Game Developers Association) დგას და ისინი წელს პირველად აერთიანებენ საქართველოსა თუ მსოფლიოს გეიმინდუსტრიას- სწორედ თბილისში.

-როგორც ვიცი, ღონისძიებამდე უკვე ჩატარდა გეიმჯემი, სადაც ქართველი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას.

-დიახ, გეიმჯემი საქართველოს უნივერსიტეტში 11 მაისს დაიწყო და 13 მაისს დამთავრდა, მის ფარგლებში, სულ 16 გუნდი მუშაობდა 48 საათის განმავლობაში. კონკურსში ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლო მიეღო მონაწილეობა, რომლებიც სამკაციან ჯგუფებად დაკომპლექტდნენ. მათ წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. მათი მთავარ ამოცანა იყო ისეთი თამაშების შექმნა, რომლებიც ამ სამი თემიდან რომელიმეს მაინც უკავშირდებოდა თემატურად, ესენია: Alternative World, Neon lights და Students.

 შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წინა გეიმჯემებთნ შედარებით, წელს გაცილებით უკეთესი ხარისხი დაიდო და საქართველოში გეიმინდუსტრიის განვითრება აშკარაა.

-რას იხილავს ტექნოპარკში ექსპოზე მოსული დამთვალიერებელი?

-უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ 16 მაისს საქართველოს თამაშების ინდუსტრიის ისტორიაში პირველად ჩამოვლენ ევროპის 5 ქვეყნის – პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის თამაშების ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს თამაშების თემატიკაზე. სრული დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ვიდეოთამაშების შექმნის მარათონის (GAMEJAM) პროცესში შექმნილი ქართული თამაშები, უცხოელი სპეციალისტები გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას თამაშების სფეროში. პარალელურად, გაიმართება, საქართველოში და უცხოეთში წარმოებული თამაშების პრეზენტრაციებისა თუ ვირტუალური რეალობის თამაშების პრეზენტაციები, workshop-ები თამაშების თემატიკაზე, სამაგიდო თამაშები და სხვა.

დღის ბოლოს კი, მოხდება გეიჯმემის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება და ჯილდოს სახით Casual Connect Europe -ზე დასასწრებად საჭირო Full Acess Pass-ს მიიღებს, გამარჯვებულებს დაუფინანსდებათ მგზავრობის ხარჯებიც.

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid