close
საქართველო

საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების დღეს აღნიშნავენ

21 მაისს აღინიშნება კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე დიალოგისა და განვითარებისათვის. ამ თარიღს ღონისძიებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროც უერთდება.

21 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების UNAG და USAID-ის მხარდაჭერით, ივენთ ჰოლში „ქარვასლა“ (მის: სიონის ქ. 8), ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითი ჯგუფები, კონცერტზე მისულ მსმენელს თავიანთ მუსიკალურ ტრადიციებსა და კულტურულ თვითმყოფადობას წარუდგენენ. მუსიკალური პროგრამის ხელმძღვანელია მიხეილ მდინარაძე.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დაესწრებიან.

 

ახალგზარდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0