საქართველოს საელჩო თურქეთში ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2018 წლის მაისში, თურქეთი საქართველო-თურქეთს შორის 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნით, ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოებს დაიწყებს.
„შემდგომ ეტაპზე განსაზღვრულია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რომელიც ზემოხსენებული ხუთწლიანი პროგრამის შესაბამისად, ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ. სიმბოლურია, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ქართველ და თურქ ექსპერტებს განსაკუთრებული წარმატება ვუსურვოთ ამ ისტორიული პროექტის ეფექტურად და სანიმუშოდ განხორციელებაში! ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოშკის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და ტურისტულ ჯგუფებს ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ იქ მიმდინარე სამუშაოებთან არსებულ პროცედურებს და შესაძლო შეზღუდვებს ტაძარში შეღწევასთან მიმართებით,“ – აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”