პროექტი ,,ღვინის ჩაი” სახელმწიფო პროგრამა – ,,სტარტაპ–საქართველოს” გამარჯვებულია – ეს პროდუქტი წარმოადგენს ფხვნილს, რომელიც ღვინის დამუშავების პროცესში მიიღება.
ღვინის ჩაიs სტარტაპი ქართულ ბაზარს სთავაზობს აბსოლუტურად ახალ პროდუქტს – ჩაის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი მსგავსი ან მისი სრული ანალოგი მსოფლიოს ბაზარზე არ არსებობს.
ჩაი ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ღვინოშია და, ამავე დროს, მომხმარებელს სპირტის მავნე ზეგავლენისგან იცავს. ამიტომ – მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პატარა ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და ყველასათვის, ვისაც ალკოჰოლი სხვადასხვა მიზეზის გამო ეკრძალება.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: