close
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

ცნობილია სკოლა, რომელსაც ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს

წელს ოქროს მედლები გადაეცემა საჯარო და კერძო სკოლების 2209 კურსდამთავრებულს, რომელთაც სკოლა 2016-2017 სასწავლო წელს დაასრულეს, ხოლო ვერცხლის მედალი – 924 კურსდამთავრებულს.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორი ტიპის მედალს გასცემს – ოქროსა და ვერცხლის. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

 მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა 38 მედალოსანი მოსწავლით, მეორე ადგილზე თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლაა – 24  მედალოსნით. მესამე ადგილს კი ქუთაისის N1 საჯარო სკოლა იკავებს. ამ სკოლას 22 მედალოსანი მოსწავლე ჰყავს.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid