close
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

გამოვლინდა გენები, რომლებმაც ადამიანის ტვინის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი

მეცნიერებმა სამი გენი გამოავლინეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ადამიანის ევოლუციაში – ტვინის ზომის ზრდაში, რამაც შემეცნებით პროგრესს შეუწყო ხელი და განსაზღვრა ჩვენი, როგორც ადამიანების, ჩამოყალიბება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს გენები, რომლებიც მხოლოდ ადამიანებშია ნაპოვნი,   3-4 მილიონი წლის წინ გამოჩნდა ანუ იმ პერიოდის წინ, როდესაც არქეოლოგიურ ნამარხებში ვლინდება ადამიანის წინაპრის სახეობებში ტვინის ზომის მკვეთრი ზრდა.

სამ ახლახან აღმოჩენილ გენს, მეოთხე – უფუნქციო გენთან ერთად, NOTCH2NLგენებს უწოდებენ. ისინი განსაკუთრებით აქტიურია ცერებრალური ქერქის ნერვული ღეროვანი უჯრედების რეზერვუარში, ეს გახლავთ ტვინის გარეფენა, რომელიც პასუხისმგებელია ისეთი მნიშვნელოვანი ფსიქიკური ფუნქციებისათვის, როგორიცაა – შემეცნება, ენა, მეხსიერება, აზროვნება და ცნობიერება.

,,ცერებრალული ქერქი არის ის, რაც უმეტესწილად განსაზღვრავს – თუ რა სახეობას მივეკუთვნებით და ვინ ვართ ჩვენ, როგორც ინდივიდები. მისი ევოლუცია კი ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც კაცობრიობის წარმოშობას ეხება,” – აცხადებენ მეცნიერები.

აღნიშნული გენები ადამიანის უახლოეს ნათესავებშიც კი არ არსებობს. არცერთი მათგანი არაა აღმოჩენილი მაიიმუნებსა და ორანგუტანებში. მეცნიერებმა ამ გენების უფუნქციო ,,ბიძაშვილი” გორილებსა და შიმპანზეებში აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ NOTCH2NL-ი აღმოჩნდა ადამიანის ხაზის ორ გადაშენებულ სახეობაში –  ნეანდერტალელებსა და დენისოვანსებში.

მეცნიერები აცხადებენ, რომ NOTCH2NL-ი  დაკავშირებულია ისეთ ნევროლოგიურ მდგომარეობებთან, როგორიცაა აუტიზმი,  შიზოფრენია და თავის უჩვეულოდ დიდ ან პატარა ზომასთნ.

NOTCH2NLგენების შესახებ ჩატარებული 2 კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ ,,Cell-ში“ გამოქვეყნდა.

წყარო: https://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid