სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისგან.
თხილის ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებსა და ნაყოფს. ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.
ნაცროვანი დაავადების და, შედეგად, მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით.
ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისას აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება!
დროულად გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისაგან.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“