14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება.
ყოველწლიურად, ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით, პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბარი მაინც საჭირო ხდება. მიუხედავად გარკვეული დადებითი ნაბიჯებისა, სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებასა და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
ქვეყანაში მნიშნელოვანი პრობლემები არსებობს როგორც სფეროს საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე არსებული რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”