close
კულტურასაქართველო

დღეს ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეა

ყველა დროის ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა.  მამა – გიორგი ანდრონიკაშვილი ვარშავაში მსახურობდა, მას შემდეგ კი, რაც ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ოჯახით საქართველოში ჩამოვიდა. დედა – ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია პოლონელი იყო.

მსახიობობაზე არასოდეს უფიქრია. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, რუსთაველზე, შიხმანების ფოტოატელიეში, ნატოს ფოტო ნახა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა, ნატო მოაძებნინა და იგი თავის ფილმში („მამის მკვლელი”) მიიწვია. მაგრამ ამოს ვლადიმერ ბარსკიმ დაასწრო და ნატო პირველმა გადაიღო ფილმში „არსენა ყაჩაღი”. იქიდან მოყოლებული ნატო ვაჩნაძე არაერთი ქართული (და არა მხოლოდ) კინოშედევრის სახე გახდა.

ნატო ვაჩნაძე გარდაიცვალა 1953 წელს. თვითმფრინავი, რომლითაც ის მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდა, მთებს შეეჯახა და აფეთქდა. ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნატო ვაჩნაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა – ,,არსენა ყაჩაღი”, ,,მამის მკვლელი”, ,,არსენა”, ,,აკაკის აკვანი”, ,,ქეთო და კოტე” და ა.შ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid