close
მედიცინასაქართველო

პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი ინფექციების შესახებ აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს.

საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, იმნაძის მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით კი, ხელების ხშირი დაბანა, ასევე, საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება.

მან რამდენიმე ძირითადი რისკის შესახებ ისაუბრა.

„საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების –  სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად ენტეროვირუსსუწოდებენ და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს. ეს არის მცირე, მაგრამ არსებული რისკი – ტკიპებით გადაცემადიდაავადებების“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, პრაქტიკულად, მალარიის რისკი ქვეყანაში არ არის.

„ახლაც მიმდინარეობს შავი ზღვისპირეთში დამუშავება სახელმწიფო პროგრამით, კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები. წყალი თუ არის ცენტრალიზებული, თუ დეზინფექცირდება პრობლემა არ არის.  თუ წყლის ხარისხში გვაქვს ეჭვი, მარტივი გამოსავალია – ერთი წუთი დუღილი და ნებისმიერი წყალი უსაფრთხოა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყარო: პირველი არხი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid