close
ეს საინტერესოამსოფლიო

„კოსმოსური სამეფო“ მოსახლეობას დედამიწის მიღმა ცხოვრებას სთავაზობს

თუ მიიჩნევთ, რომ სამყარო უსამართლობით არის სავსე და აქედან გაქცევის სურვილი გაქვთ, გირჩევთ, ასგარდიას მოქალაქე გახდეთ.

ასგარდია სულ რაღაც 20 თვის წინ დაარსდა და მას უკვე 200 000 მოქალაქე, კონსტიტუცია და არჩეული პარლამენტი ჰყავს. მისი ლიდერია იგორ აშურბეილი, რომლის ინაუგურაციც ორშაბათს გაიმართა.

ასგარდიას გრანდიოზული ამბიციები აქვს:  10 წლის განმავლობაში მოსახლეობის 150 მილიონამდე გაზრდა იგეგმება. გარდა ამისა, სურს შექმნას ხელოვნური გრავიტაციის მქონე „კოსმოსური კიდობნები“, სადაც ადამიანები მუდმივად იცხოვრებენ.

,,ეს დღე აუცილებლად ჩაიწერება კაცობრიობის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა. ჩვენ დავაარსეთ ყველა სამთავრობო შტო. შემიძლია, თამამად განვაცხადო, რომ იშვა ასგარდია- პირველი კოსმოსური სახელმწიფო,” – განაცხადა აშურბეილმა საკუთარ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ვენაში გაიმართა.

სახელწოდება ასგარდია ასგარდისგან (ერთ-ერთი ცხრა სამყაროდან სკანდინავიურ რელიგიაში და ასების ტომის ღმერთების სახლი) მომდინარეობს. რუსი ინჟინერი, კომპიუტერული მეცნიერი და ბიზნესმენი  აშურბეილი აცხადებს, რომ ასგარდიას მოქალაქეები მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობენ, მათ შორის, 193 – გაეროს წევრი სახელმწიფოა. მოქალაქეობის მიღება  ონლაინრეგისტრაციის საშუალებით უფასოდაა შესაძლებელი.

აშურბეილის განცხადებით, მისი მიზანი 5-7 წელიწადში ისეთი თანამგზავრების შექმნაა, რომელთა საშუალებითაც გლობალური მასშტაბით ინტერნეტის მიწოდება გახდება შესაძლებელი. „კოსმოსური კიდობნების“ ამოქმედება კი 10-15 წელიწადში იგეგმება. „კოსმოსური სამეფოს“ ლიდერის საბოლოო მიზანი კი უახლოესი 25 წლის განმავლობაში მთვარეზე მუდმივი საცხოვრებლის შექმნაა.

ასგარდიის მოქალაქეობის საწევრო გადასახადი წელიწადში 100 ევროა.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid