მესტიის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად მოსწყდა გარესამყაროს.
მერის წარმომადგენელი ჭუბერის თემში ნინო ვიბლიანი ამბობს, რომ მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს მდინარის ადიდების საშიშროების შესახებ და ტერიტორიას განარიდეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ამ წუთებში მოსახლეობის ევაკუაციის, ან პროცესში თვითმფრინავის ჩართვის საჭიროება არ არსებობს.
,,ადგილზე ვართ. ჯერჯერობით მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ჩართულები ვართ. ხდება სიტუაციის შეფასება. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და მიმდინარეობს სამუშაოები“, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე მძიმე ტექნიკას და მაშველებს ელოდებიან.
ჭუბერის თემის წარმომადგენლის ნინო ვბილიანის თქმით, მომხდარი ნენსკრაჰესის მშენებლობასთან კავშირში არ არის.
წყარო: Livepress
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”