ხშირად, ადამიანის ტემპერატურა ცვალებადია სხვადასხვა მიზეზისა თუ გარემოების გათვალისწინებით, რაც იმას გვაჩვენებს, რომ აუცილებელია რაიმე საშუალების გამოძებნა, თუ როგორ უნდა დავარეგულიროთ ის.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში გამოიგონეს ახალი, ინოვაციური ტექნოლოგია, სამაჯური, რომელიც გააკონტროლებს თქვენს ტემპერატურას, სიცხის შემთხვევაში – გაგრილებაში მოგეხმარებათ, ხოლო სიცივისას – პირიქით.
ერთ–ერთმა გამომგონებელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ათასობით ადამიანი უკავშირდებოდა კომპანიას და ამბობდა, რომ ტემპერატურა ადამიანებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ტემპერატურაა. შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ახალი პროდუქტი მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იქნებოდა.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”