რუმინეთში მათემატიკაში მოსწავლეთა შორის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა. ოლიმპიადაზე სულ 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრების მონაწილეებს სულ ექვსი ამოცანა უნდა ამოეხსნათ, ამოცანათა სირთულის გამო წელს მხოლოდ ორმა მოსწავლემ – ჯეიმს ლინმა აშშ-დან და აგნიჯო ბანერჯიმ დიდი ბრიტანეთიდან შეძლეს ექვსივე ამოცანის სრულყოფილად ამოხსნა. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი აშშ-ის მოსწავლეებმა დაიკავეს.
საქართველო ოლიმპადაზე ექვსი კომაროველი მოსწავლით იყო წარდგენილი.
მათგან საუკეთესომ, საბა ლეფსვერიძემ – 29 ქულით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ნიკა ბირკაძემ (24 ქულა), დიმა კორკოტაშვილმა (23 ქულა), სანდრო ხოხიასვილმა (22 ქულა), თემო თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 133 ქულა დაგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა.
წყარო: imedinews
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”