close

მეცნიერებმა იორდანიაში, პრეისტორიულ ტერიტორიაზე, 14,500 წლის წინ გამომცხვარი უსაფუარო პურის ნაშთი აღმოაჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები პურს მიწათმოქმედების განვითარებამდე ათასწლეულებით ადრე აცხობდნენ – გაცილებით ადრე, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ.

უსაფუარო პური ისეთი ველური მარცვლებისგანაა დამზადებული, როგორიცაა – ქერი, ეინკორნი და შვრია.

ის დამზადებულია Natufians-ის [უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ძვ.წ. აღ-ის 12,500 -10,200 წლებში ცხოვრობდნენ] კულტურის  მიერ და ის შავი უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

,,ამ პერიოდის პური განსაკუთრებული გამონაკლისია“, – განაცხადა ამაია არანზოტაგუიმ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოსტდოქტორულმა მკვლევარმა.

მისი ინფორმაციით, აქამდე პურის წარმოშობას ადრეულ ფერმერულ საზოგადოებას უკავშირებდნენ, რომლებსაც მარცვლეული და პარკოსანი მცენარეები მოჰყავდათ.

აქამდე პურის უძველესი მტკიცებულება თურქეთში იყო აღმოჩენილი და ის ძვ.წ.აღ.-მდე 9, 100 წლით თარიღდება.  

მეცნიერებმა იორდანიაში აღმოჩენილი უსაფუარო პურის აღდგენა პაპირუსებზე დაცული რეცეპტების საშუალებით სცადეს. აღმოჩნდა რომ ის საკმაოდ მარილიანი და,  ამავდროულად, ტკბილი იყო.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid