,,საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა” – ამის შესახებ პრემიერმა გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-ს გადასახადისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენ შემოდგომაზე ამ პოლიტიკას წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი სოფლის მეურნეობაში, სადაც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე. ჩემი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა ბახტაძემ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”