საფრანგეთში შოკოლადისგან აშენებული კოტეჯი-სასტუმრო გაიხსნა.
სასტუმროში, რომელიც პარიზიდან 30 წუთის სავალ გზაზე, ქალაქ სევრში მდებარეობს, ერთი ღამისგატარება სულ რაღაც 50 ევრო ღირს.
Lonely Planet-ის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობაზე ნახევარი ტონა შოკოლადი დაიხარჯა. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში ამ სასტუმროს ანალოგი არ არსებობს. სასტუმრო-კოტეჯში თითქმის ყველა ნივთი შოკოლადისგან არის დამზადებული.
„ტკბილი სასტუმრო“ ცნობილმა ფრანგმა შოკოლადის სკულპტორმა ჟან-ლუკ დეკლუზომ ააშენა.
შოკოლადის სასტუმროში ნომრების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. სტუმრებისთვის ერთიმნიშვნელოვანი აკრძალვა მოქმედებს – მათ სახლი არ უნდა დააზიანონ და ნივთებს გემო არგაუსინჯონ. ამის სანაცვლოდ კი სასტუმროს პერსონალი მათ უამრავი სახის შოკოლადს შესთავაზებს.
წყარი: InterPressNews.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”