შეიძლება ხშირად გიხუმრიათ, რომ თქვენს უმცროს და-ძმაზე უფრო ჭკვიანი ხართ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უფროსი ხართ და თქვენ არც ცდებით.
ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ უფროს შვილებს უმცროს დედმამიშვილებზე უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, რადგან მშობლებისგან მეტ მენტალურ სტიმულაციას იღებენ.
კვლევის შედეგის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, როგორც წესი, მშობლებისგან ერთნაირ ემოციურ მხარდაჭერას იღებენ , მშობლები პირველ ბავშვებს ბევრად უფრო აქტიურად ეხმარებიან იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც აზროვნების უნარს ავითარებს.
კვლევაში, რომლის შედეგებიც Journal of Human Resources-ში გამოქვეყნდა, 5 000 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთა შეფასებაც 2-იდან 14-წლამდე ყოველ ორ წელიწადში ხდებოდა. IQ ტესტებში უფროსმა შვილებმა უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს, ვიდრე უმცროსებმა.
წყარო : newposts.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”