კომპანია Johnson & Johnson-ის მედიკამეტ Stelara-ზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ეფექტურია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მკურნალობისთვის.
Stelara-ის ორი დოზა, რომელიც უკვე დამტკიცებულია ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და კრონის დაავადების სამკურნალოდ, ზომიერად მწვავე წყლულოვანი კოლიტის (UC) მქონე 961 პაციენტზე დატესტეს, რომლებზეც მანამდე ჩატარებულმა თერაპიებმა შედეგი ვერ გამოიღო.
მედიკამენტის 6მგ/კგ ასევე 130 მგ დოზით ჩატარებულმა ინტრავენურმა მკურნალობამ 8 კვირის შემდეგ კლინიკური რემისია მნიშვნელოვნად მეტ პაციენტში აჩვენა, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში. პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ, რომ ის გამოჯანმრთელდება. ახალი წამლის შემოღებისას პაციენტთა ნაწილს პლაცებოს ასმევენ, ნაწილს – ნამდვილ წამალს და შედეგებს აკვირდებიან. მხოლოდ მაშინ, თუკი წამალს გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე პლაცებოს, ხდება მისი აღიარება ვარგისად.
J&J-ის ინფორმაციით, Stelara-თა და პლაცებოთი მკურნალობის შემთხვევაში გვერდითი ეფექტების მსგავსი პროპორცია გამოიკვეთა. ერთი პაციენტი 6მგ/კგ დოზის მიღების შემდეგ სისხლდენით გარდაიცვალა. ფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ პაციენტს არ ჰქონდა მაღალი სისხლის წნევის ან ცეროზის წინასწარი ისტორია.
Stelara-ს, რომლის გაყიდვებისგან შემოსულმა თანხამ 2018 წლის მეორე მეოთხედში1.34 მილიარდი დოლარს მიაღწია,ავტონომიური დაავადების ლუპუსის წინააღმდეგაც ტესტავენ.
წყლულოვანი კოლიტი, რომლითაც ა.შ.შ-ში ყოველწლიურად 38,000 ადამიანი ავადდება, არის ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს მუცლის ღრუს ტკივილს, ნაწლავის წყლულებს, სისხლიან დიარეას და წონის კლებას.
წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”