close
კატეგორიის გარეშეფრაზები

“მე – ვარ მე და ეს შესანიშნავია” – ვირჯინია სატირი

ვირჯინია სატირის თვითშეფასების დეკლარაცია

“მე – ეს მე ვარ.

მთელ სამყაროში არავინაა ზუსტად ისეთი – როგორიც მე.არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაცით მგვანან,მაგრამ არავინაა ზუსტად ჩემნაირი.

მე მეკუთვნის ყველაფერი,რაც ჩემს შიგნითაა:ჩემი სხეული,იმის ჩათვლით,რასაც ის აკეთებს;ჩემი ცნობიერება,ჩემი ყველა აზრისა და გეგმის ჩათვლით;ჩემი თვალები,ყველა იმ ხატების ჩათვლით,რისი დანახვაც მათ შეუძლიათ;ჩემი გრძნობები,როგორიც არ უნდა იყოს ისინი – შფოთვა,დაძაბულობა,სიყვარული,გაღიზიანება,სიხარული;ჩემი პირი და ყველა სიტყვა,რომლის წარმოთქმაც შეუძლია მას;ჩემი ხმა,ხმამაღალი თუ ჩუმი;ყველა ჩემი ქმედება, რომლებიც მიმართულია სხვებისაკენ თუ თავად ჩემსკენ.

მე მეკუთვნის ყველა ჩემი გამარჯვება და წარმატება, ყველა ჩემი მარცხი და შეცდომა. ყველაფერი ეს მეკუთვნის მე და ამიტომ მე შემიძლია ახლოს გავიცნო ჩემი თავი. მე შემიძლია შევიყვარო და დავმეგობრდე ჩემ თავთან და მე შემიძლია გავაკეთო ისე, რომ ყველაფერი, რაც ჩემშია მეხმარებოდეს.

მე ვმეგობრობ და მიყვარს ჩემი თავი. მე შემიძლია ფრთხილად და მოთმინებით აღმოვაჩინო ჩემში იმის წყაროები, რაც მაფიქრებს და გავიგო მეტი და მეტი ჩემ თავზე.

ყველაფერი, რასაც მე ვხედავ და ვგრძნობ, ყველაფერი, რასაც მე ვამბობ და ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ და შევიგრძნობ მოცემულ მომენტში – ჩემია და ეს მაძლევს საშუალებას ზუსტად ვიცოდე, სად ვარ და ვინ ვარ.როდესაც მე ვიხედები წარსულში, ვუყურებ იმას, რაც მინახავს და შემიგრძვნია, რას ვაკეთებდი და ვამბობდი, როგორ ვფიქრობდი და ვგრძნობდი, მე ვხედავ, რომ ბოლომდე არ მაკმაყოფილებს. მე შემიძლია უარი ვთქვა იმაზე, რასაც შეუფერებლად ვთვლი და შევინახო ის, რაც საჭიროდ მიმაჩნია და აღმოვაჩინო რამე ახალი ჩემს თავში.

მე შემიძლია ვხედავდე, მესმოდეს, ვგრძნობდე, ვფიქრობდე, ვამბობდე და ვმოქმედებდე. მე გამაჩნია ყველაფერი, რათა ახლობელი ვიყო სხვა ადამიანებისათვის, რათა ვიყო პროდუქტიული, შევიტანო აზრი ცხოვრებაში. მე ვეკუთვნი ჩემს თავს და ამიტომ მე შემიძლია მისი შექმნა.

მე – ვარ მე და ეს შესანიშნავია.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0