სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალია გიგანტურ მტვრის ქარიშხალში გაეხვა. ნარინჯისფრად შეფერილმა ცამ მოსახლეობისა და სპეციალისტების შეშფოთება გამოიწვია.
ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა, ვინაიდან 500 კილომეტრის სიგანის მტვერი სიდნეის მიუახლოვდა, რის გამოც ფრენების გადადებაც კი გახდა საჭირო.
ხელისუფლების განცხადებით, ქარიშხალი გამოწვეულია ძლიერი ქარით, რომელმაც ჰაერში მშრალი ქვიშა გაფანტა.
ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, პრობლემა გვალვამ გაამწვავა, რომელიც ქვეყანას აგვისტოდან დაატყდა თავს.
პარამედიკოსები აცხადებენ, რომ ათეულობით ადამიანს სუნთქვის გაძნელება და ასთმის გართულებები აღენიშნა, თუმცა მათი კავშირი მტვერთან ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
სიდნეიში მტვერმა ცა დააბნელა და საშიშროების შესახებ კითხვები გააჩინა.
ჯანდაცვის სამსახურები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მოხუცებსა და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებს, მოუწოდებენ, შენობებში დარჩნენ.
სიდნეის მტვრის ქარიშხალი ძალიან გავს უფრო ინტენსიურ მოვლენებს, რომელსაც ქალაქში 2009 წელს ჰქონდა ადგილი და რამაც ასეულობით ადამიანში სუნთქვის პრობლემები გამოიწვია და რის გამოც თვითმფრინავებმა იძულებითი დაჯდომა განახორციელეს .
წყარო : BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”