ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართულიზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტიმოხდება, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდი“ იუწყება.
მათი ინფორმაციით, ოფიციალურიხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისოსავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციისსავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობებისგანვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებშიგაფორმდა.
ქართული ნატურალური პროდუქტების ჩინეთისბაზარზე ექსპორტის გადაწყვეტილება ფორუმისპარალელურად მიმდინარე გამოფენის ფარგლებშიგამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს. გამოფენაში „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 15-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღომონაწილეობა. სპეციალურად საქართველოსთვისმოწყობილ პავილიონში ქართული ნატურალურიპროდუქტები იყო წარმოდგენილი.
ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაისჩინეთში ექსპორტის შესახებ ოფიციალურიხელშეკრულებები აბრეშუმის გზის საინვესტიციოკომპანიასთან გაფორმდა. ოფიციალურდოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ძიანგსისპროვინციაში არსებულ ქართული კულტურისა დაღვინის სავანეში შედგა. ხელშეკრულებებს ხელიქართული მხრიდან კომპანია „Georgian Olive”-სდამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ, კომპანია„Askaneli Brothers”-ის დამფუძნებელმა ჯიმშერჩხაიძემ, კომპანია „ნიკორას“ დამფუძნებელმაპარტნიორმა დავით დუმბაძემ, ჩუნური მხრიდან კიძიანგსის პრვოვინციის აბრეშუმის გზისსაინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებმამაწერეს.
„ჩვენ „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივპროექტებზე ვმუშაობთ. ფონდი ჩინეთშიქართული ნატურალურ პოროდუქტებსაც უწევსპოპულარიზაციას. ერთად ვზრუნავთ, რომ ჩინურბაზარზე გამოჩნდეს არა მარტო ქართული ღვინო, არამედ ის ქართული პროდუქტები, რომლისმიმართაც ჩინეთში დიდი ინტერესია. საქართველოსსაექსპორტო პოტენციალი დიდია დასაქართველო–ჩინეთს შორის არსებულითავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამაში ხელსგვიწყობს,“ – განაცხადა „ქართული კულტურისა დაღვინის სავანეს“ დამფუძნებელმა და „აბრეშუმისგზის“ საინვესტიციო კომპანიის“ გენერალურმადირექტორმა ლიუ ძი მინიმ.
წყარო : www.fund.ge
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ