გამოცემა „Harvard Business Review”–ი „მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს. უკვე მეექვსე წელია პირველ ადგილს კომპანია „ Apple“ იკავებს. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ „Apple-ი“ იყოს საუკეთესო. ეს შედეგებზეც აისახება. უკვე მეექვსე წელია ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სახელს ვატარებთ. მომხმარებელი გვენდობა და ჩვენ ეს სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.” – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. ძვირადღირებული ბრენდების 10-ეული კი ასე გამოიყურება:
- “Apple” – ბრენდის ღირებულება: 154,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +6%.
- “Google “– ბრენდის ღირებულება 82,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +26%.
- “Microsoft” – ბრენდის ღირებულება: 75,2 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: + 9 %.
- “Coca-cola “– ბრენდის ღირებულება: 58,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +4%.
- “Facebook” – ბრენდის ღირებულება: 52,6 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +44%.
HBR.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: