„ნასას“ რობოტმა InSight-მა დედამიწას ისტორიული აუდიოჩანაწერი გამოუგზავნა. ეს არის მარსის ქარის ხმა, რომელიც წითელ პლანეტაზე, დაახლოებით, 20-25 კილომეტრი საათში სიჩქარით ქრის.
ჩანაწერი NASA-ს ლაბორატორიის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა.
კვლევით სადგურზე სეისმოგრაფმა მზის პანელების რხევა დააფიქსირა. თავიდან ხმები არ ისმოდა და სპეციალისტებმა თვალსაჩინოებისთვის სიხშირე 2 ოქტავით გააძლიერეს.
ქარი სხვა ხელსაწყომ – ჰაერის წნევის სენსორმაც დააფიქსირა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: