საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საშუალება მიეცემათ. შესაბამის დოკუმენტს ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. ამის შესახებ განცხადება ელჩების კონფერენციის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
„რა არის ამ კანონის ნიუანსები, როდის ამოქმედდება, ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი კომენტარები გაკეთდება. ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ. კონკრეტულ პროექტებიც გვაქვს. მათ შორის გასულ წელს პოლონეთთან იყო მსგავსი სახის პროექტი. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს საქმიანობას. რადგან ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: