მეცნიერებმა ჩვენს მზის სისტემაში არსებული ყველაზე შორეული ობიექტი აღმოაჩინეს. ნელა მოძრავ, ყინულიან, მოვარდისფრო ფერის ჯუჯა პლანეტას მეცნიერებმა მეტსახელად “Farout”-ი დაარქვეს. ის მზისგან დედამიწაზე 120-130-ჯერ უფრო შორს მდებარეობს და მზის სისტემაში აქამდე აღმოჩენილ ობიექტებს შორის ყველაზე შორეულ პლანეტად ითვლება.
ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტის ასტრონომმა სკოტ შეფარდმა განაცხადა, რომ ჯუჯა პლანეტის (რომლის ოფიციალური სახელწოდება 2018 VG18-ია) დიამეტრი 500-600 კილომეტრია.
აღსანიშნავია, რომ მზის სისტემაში დაახლოებით 50 ჯუჯა პლანეტაა. ყველაზე დიდი ზომის არის პლუტონი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 2,370 კილომეტრია, და და ერისი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 2,325 კილომეტრია.
„როდესაც ის თავდაპირველად შევნიშნე, ისე ნელა მოძრაობდა, რომ მსგავსი არასოდეს მინახავს. გაოცებისგან ჩავიბუტბუტე : “Far out”“ იხსენებს შეფარდი.
აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ საერთაშორისო ასტრონომთა კავშირის პატარა პლანეტების ცენტრმა გაავრცელა.
„ახლადაღმოჩენილი პლანეტის შესახებ ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტა რამ ვიცით. „სიკაშკაშისგან გამომდინარე, შეგვიძლია მისი ზომის განსაზღვრა. ვიცით ფერიც. პლანეტის ვარდისფერი შეფერილობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ “Farout”-ის ზედაპირი ყინულითაა დაფარული. ის იმდენად ნელა მოძრაობს, რომ მზის გარშემო ორბიტაზე ერთ შემოვლას ალბათ 1000 წელზე მეტს მოანდომებს,“ განაცხადა შეფარდმა.
აქამდე მზის სისტემის ყველაზე შორეულ ობიექტად „ერისი“ ითვლებდა, რომელიც მზისგან დედამიწასთან შედარებით 96-ჯერ უფრო შორს მდებარეობს. რაც შეეხება პლუტონს, ის მზისგან დაახლოებით 34-ჯერ უფრო დაშორებულია, ვიდრე ჩვენი პლანეტა.
წყარო : Reuters
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”